logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხერსონში რუსული "წამების ოთახი" აღმოაჩინეს

16 ნოე 202221:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/rjgjmieiftugefw.png
(Murad Sezer/Reuters)

უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) აცხადებს, რომ აღმოაჩინა კიდევ ერთი "წამების ოთახი", რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა რუსეთის ძალების მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს.

რუსებს "აქ ჰყავდათ ადგილობრივი პატრიოტები, რომლებიც უარს ამბობდნენ მტერთან არაადამიანურ პირობებში თანამშრომლობაზე." - აცხადებს SBU.

"ხერსონის მაცხოვრებლებს კითხავდნენ და სასტიკად აწამებდნენ. წამების ოთახის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ნივთები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ წამების ნიშნებზე."- ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა